კითხვა: მოგესალმებით!!! ჩემს პატარას აქვს მყესების-ტერფის დაჭიმულობა.. 4თვისარი უკვე..მასაჟები 1 თვიდან დავიწყეთ.. ახლა ნახა ორთოპედმა და ოპერაცია სჭირდებაო.. თქვენი აზრით მასაჟების შემდეგ პირდაპირ ოპერაცია სწორი მიდგომაა?
პასუხი:
მოგესალმებით,
გადაწყვეტილება ქირურგიულ მკურნალობაზე დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ზუსტ მიდამოზე, ნივთიერებათა ცვლაზე, სისხლმომარაგებაზე, იმობილიზაციაზე, გარემო ფაქტორებზე. ასევე დასაზუსტებელია, მყესი ლატერალურია თუ მედიალური, სახსრიდან შიდა მხარესაა პათოლოგია თუ უკანა მხარეს და ა.შ.
ამიტომ, ბავშვის მდგომარეობის შეფასებისათვის, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კონსულტირებისათვის ვიზიტი ბატონ ზურაბ ორაგველიძესთან.
სასურველია, თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები, რის მიხედვითაც შეფასდება მდგომარეობა და დაისახება მკურნალობის გეგმა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!