ელექტროკარდიოგრამა - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: 3 წლის ბავშვს ჰქონდა ვირუსი და სპაზმი ასეთ დროს კარდიოგრამამ აჩვენა სინუსური ტაქიკარდია და T კბილის არასრული ბლოკადა .რას ნიშნავს და საშიშია თუ არაა? მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ნორმალურ ელექტროკარდიოგრამაზე, თუ არ ჩავთვლით 1 წლამდე ასაკის ჩვილებს, გულ-მკერდის განხრებში T კბილები უმთავრესად დადებითი უნდა იყოს.
რაც შეეხება ბლოკადას, ეს არის გულის ნორმალური მოქმედების დარღვევა, რომელიც გამოწვეულია გამტარ სისტემაში იმპულსის გატარების შენელებით ან შეწყვეტით.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში კარდიოლოგს ან პედიატრს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25 


გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა