ნერვული სპაზმი

კითხვა: გამარჯობა რა მაინტერესებს ...როცა რაღაცაზე ვნერვიულობ თითქოს ვგრძნობ რომ თავი მიკანკალებს და რატოა ეს რისი ბრალია .და ხშირად მაქვს გულის რევის შეგრძნება და თავბრუსხვევა ფეხები ძალიან მეღლება როცა ვისვენებ მაშინაც მიმძიმდება და ვდგები სასწოლიდან რო ავამოძრაო და გამიაროს სიმძიმემ და რისი ბრალია ხომ ვერ მეტყვით ვის მივმართო
პასუხი:

მოგესალმებით,

რა თქმა უნდა, მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა თქვენი მონათხრობიდან გამომდიონარე ვვარაუდობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს ნერვულ სპაზმს.

სანათურის მქონე შინაგან ორგანოთა მუშაობას თავის ტვინის სპეციალური ცენტრები არეგულირებენ, რომლებიც ორგანოებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად ცვლიან მათი სანათურის დიამეტრს - აფართოებენ ან ავიწროებენ.

სპაზმირებულ უბანში აღინიშნება  სისხლძარღვებისა და ლიმფური სისტემის მიჭყლეტა, რაც აფერხებს ქსოვილებამდე საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის მისვლას და  იწვევს ჰიპოქსიას - ჟანგბადის დეფიციტს.

თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე,  პირველ რიგში აუცილებელია ჩატარდეს თავის ტვინის ექსტრა და ინტრაკრანიალური სისხლძარღვების დოპლეროგრაფია.ასევე სასურველის ქვედა კიდურების სისხლძაღვების გამოკვლევა იმავე მეთოდით .

ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ აღნიშნულ კვლევაზე უპრეცედენტო ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა