მელანომა

კითხვა: გამარჯობათ წლების წინ გამიჩნდა ხალები ტანზე ყოველ წელს მემატება რომელიც მექავება ის იზრდება და მუქდება გთხოვთ ამიხსნათ მიზეზი და რომელ ექიმს მივაკითხო?
პასუხი:

მოგესალმებით!
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა რა თქმა უნდა, შეუძლებელია, თუმცა, რასაც მოგვითხრობთ, სიმპტომები ჰგავს მელანომას.
ხალი - ეს არის კანზე არსებული პიგმენტური ლაქა, რომელიც ადამიანს დედის მუცლიდან დაჰყვება ან სიცოცხლის განმავლობაში უჩნდება. მედიცინაში ყოველგვარ ხალს, განურჩევლად ტიპისა, ეწოდება ნევუსი.
ნევუსის ყველაზე გავრცელებული ტიპია პიგმენტური ხალები. ეს ხალები ბრტყელია ან ოდნავ წამოწეული კანის ზედაპირიდან, მომრგვალო ფორმისა, ყავისფერი. შეფერილობა დამოკიდებულია მელანოციტების რაოდენობასა და მათი მდებარეობის სიღრმეზე. შეხებისას უმტკივნეულოა და არაფრით განსხვავდება დანარჩენი კანისგან.
თუ ერთი წლის განმავლობაში ხალის ზომამ 1-2მმ-ით მოიმატა და განაგრძობს ზრდას, ნევუსის გარშემო ნახეთქებია, ქავილი, სისხლდენა, სიწითლე, ამ შემთხვევაში ის აუცილებლად აჩვენოთ სპეცილისტს, რათა დროულად გამოირიცხოს მელანომის წარმოშობა.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ონკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე სამშაბათს , რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს დაავადების შესახებ.
გაცნობებთ, რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა