სათესლე ჯირკვლის ტკივილი

კითხვა: გამარჯობათ, უკვე თვეზე მეტია მარცხენა კაკლის ყრუ ტკივილები მაქ, რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვისთან მირჩევთ კონსულტაციას. მადლობა წინასწარ ყურადღებისთვის
პასუხი:

მოგესალმებით, სათესლე ჯირკვლის არეში ტკივილის დროს, დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, დისტანციურად ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. სათესლე ჯირკვლების ტკივილი და სქესობრივი აქტის თანმხლები დისკომფორტი შესაძლოა რიგი პათოლოგიების დროს განვითარდეს, გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება. ტრავმა, ორქიტი (სათესლე ჯირკვლების ანთება), ეპიდიდიმიტი(სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება), სექსუალური აგზნება, ვარიკოცელე(სათესლე ჯირკვლებისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერება), სპერმატოცელე( სათესლის ან მისი დანამატის ცისტა ), ჰიდროცელე (სათესლე პარკის ღრუში სითხის დაგროვება) ყველაზე ხშირად იწვევენ ტკივილს სათესლე ჯირკვლების არეში. ზოგჯერ პროსტატიტის, თირკმლის ჭვალის, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის დროს, ხდება ტკივილის ირადიაცია (გადაცემა) სათესლე ჯირკვლებში.
ექიმი უროლოგი სათანადო კვლებისა და გასინჯვის საფუძველზე გაარკვევს ტკივილის მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას. თვითმკურნალობას არ გირჩევთ, რადგან არასწორად შერჩეულმა მედიკამენტმა, შესაძლოა დაავადება უფრო გაართულოს და შემდეგ მისი მკურნალობა უფრო ძნელი იქნება. პროსტამოლ უნო წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო პრეპარატია და სათესლე ჯირკვლების ტკივილის დროს არ ინიშნება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიურ დეპარტამენტში , შეგიძლიათ ისარგებლოთ კვალიფიციური ექიმი უროლოგის კონსულტაციით და მის მიერ დანიშნული კვლევები, აქციის ფარგლებში , ულტრათანამედროვე აპარატებით აღჭურვილ კლინიკაში ჩაიტაროთ.

სპეციალისტთან ვიზიტზე ჩასაწერად, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა