სიბრძნის კბილი

კითხვა: 18 წლის ბიჭს ამოსდის სიბრძნის კბილი, უკვე ამოჭრა და ყბის ჯირკვალი აქვს გადიდებული, ტკივილი არ აქვს და არის თუ არა საშიში? ყბა-სახის ქირურგს მივმართო თუ სტომატოლოგს. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით!
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოჭრა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტომატოლოგიური პრობლემაა. სიბრძნის, ანუ მერვე კბილი, ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია. მისი, ისევე როგორც სხვა რუდიმენტული ორგანოების არსებობა ადამიანის ორგანიზმში დაკავშირებულია უძველესი ადამიანების ცხოვრების წესთან, კერძოდ კი კვების თავისებურებასთან.
სიბრძნის კბილის მდებარეობისა და მიმართულების დასადგენად საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა. ხშირად დენტალურ (მცირე ზომის) რენტგენოგრამის მაგივრად მთლიანი პირის ღრუს ორთოპანტომოგრამას ვურჩევთ პაციენტს, რომელზეც ოთხივე სიბრძნის კბილი ჩანს მიმდებარე ქსოვილთან ერთად. ასეთი სურათი უფრო ინფორმატიულია რადგან მეტად იძლევა სიბრძნის კბილების “ქცევის” პროგნოზირების საშუალებას.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ყბა-სახის ქირურგთან, სადაც შეფასდება სიბრძნის კბილის ზოგადი მდგომარეობა და თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე გიპასუხებთ ექიმი.
გაცნობებთ, რომ გვაქვს ყბა-სახის ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა