ძილის დარღვევები

კითხვა: ვარ 53 წლის რამდენიმე თვეა მაწუხებს უძილობა ღამეში შეიძლება ორი სამი საათი მეძინოს მივიღე ექიმის დანიშნულებით მელატონინი კორვალ.Gი, ატარაქსის ვამელანის აბები მდგომარეობა იგივე რჩება ძილის სურვილი არ მაქვს არც დღე არც ღამე რას მირჩევთ. გმადლობთ ყურადღებისთვის
პასუხი:

მოგესალმებით! თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე საქმე ეხება ძილის დარღვევებს. ძილს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ძილის დანიშნულებაა ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების აღდგენა, რომელთა გარეშეც ნორმალური ცხოველქმედება შეუძლებელია. ძილის ხანგრძლივობა, ასაკის კვალობაზე, სხვადასხვაა. 50 წლის შემდეგ ძილის ხანგრძლივობა მცირდება, საშუალოდ 5,5-6 საათს შეადგენს, ხოლო სწრაფ ძილს მისი 15% უკავია. უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა იმ ფაქტორებს შორის, რომლებთაც ძალუძთ დაარღვიონ ჰუმორული რეგულაცია ან უშუალოდ ის სტრუქტურები დააზიანონ, რომლებსაც ძილის ორგანიზაცია აკისრია. უძილობას იწვევს:
1. ამინდის ცვალებადობა, ხმაური, უჰაერობა; 2. ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა) მიღება; 3. სტრესი და ემოციური გადაძაბვა; 4. დეპრესია და ნევროზი; 5. სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია; 6. რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი; 7. არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;

რაც შეეხება მკურნალობას, დისტანციურად რაიმე რჩევის მოცემა არაკორექტულია. თუ გსურთ ალტერნატიული მოსაზრების მოსმენა, გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტური შეფასებისა და ანამნეზური მონაცემების საფუძველზე განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. აქციის ფარგლებში, ექიმ–ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა