მოგესალმებით!
თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მიზეზი დისპეფსია იყოს - ეს საჭმლის მონელების უპირატესად ფუნქციური ხასიათის დარღვევების კრებითი ტერმინია, რომელიც გამოიყენება მაშინ,როდესაც პათოლოგიური მდგომარეობა ვითარდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობის და ხანგრძლივად არარაციონალური კვების შედეგად. წარმოიქმნება საკვებში უპირატესად ცილოვანი პროდუქტების გამოყენებით, განსაკუთრებით ცხვრის, ღორის ხორცის მიღებით, რომლებიც ნელა გადამუშავდებიან ნაწლავში ცხიმოვან დისპეფსიას იწვევს ძნელად გადასამუშავებელი, განსაკუთრებით ძნელლღობადი ცხიმების გამოყენება. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორული ფუნქციის დარღვევა აძნელებს საკვების ნორმალურ გადამუშავებას და ხელს უწყობს დისპეფსიის განვითარებას. საჭმლის მონელების პროცესების მოშლა თავის მხრივ არღვევს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ განვითარებასა და იწვევს დისბაქტერიოზს.
შეგიძლით მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს და საჭირო გამოკვლევების შემდეგ დაგეგმავს მკურნალობის ტაქტიკას.
ასევე გვაქვს აქცია სრულ გასტროსკოპიურ კვლევაზე 200 ლარის ნაცვლად 90 ლარად. აქციის ფარგლებში ისარგებლებთ ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციით.
აქცია ძალაშია ყოველ პარასკევსა და შაბათს.
გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. ვერ ვჭამ ვერაფერს ცხიმიანს,ვერც ლობიოს,ბაჟეს,ვერც ვერანაირ ხილს რომელიც კუჭის გამხსნელია იმ წუთას დამეწყება ტკივილი მუცლის არეში და ამეშლება კუჭი. რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს ?
პასუხი: