ვენური დაავადება

კითხვა: გამარჯიბათ მაინტერესებს რამე გართულება შეილება მოყ ეს ლიმფოსტაზის მქონე ორსულს
პასუხი:

ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება.
შეგუბების ადგილას სხეული შუპდება (უმეტესად - ხელ-ფეხი, იშვიათად - გარეგანი სასქესო ორგანოები). უჯრედშორის სივრცეში გროვდება უჯრედის ცხოველქმედების პროდუქტები (დაშლილი ლიპიდების, ცილებისა და სხვათა ფრაგმენტები), რომლებიც თანდათან ეზრდება შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოებს.
ლიმფის ცირკულაციის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს:
ლიმფური სადინარების თანდაყოლილმა დეფექტებმა; სხივურმა თერაპიამ; ლიმფური სადინარების გადაკვეთამ (გადაჭრამ) ან ლიმფური კვანძების ამოკვეთამ; ხანგრძლივმა სითბურმა ზემოქმედებამ (მზე, საუნა და სხვა); ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ; კუნთების ტონუსის დაქვეითებამ; სიმსუქნემ; ლიმფურ სადინარებზე სიმსივნური წარმონაქმნის ზეწოლამ; კიდურების ინფექციურმა და ანთებითმა დაავადებებმა; კიდურების ტრავმამ (მათ შორის - მოყინვამ და დამწვრობამ); გულის ან თირკმელების დაავადებამ (ჰიპერტონიამ, პიელონეფრიტმა) ორსულობა ის მდგომარეობაა,რომელიც ათეულობით რისკის ფაქტორს წამოსწევს წინა პლანზე .მითუმეტეს ,როდესაც პაციენტის გენეტიკა დატვირთულია ვარიკოზული დაავადების შემთხვევებით ახლო ნათესავებში . მათ შორის ორსულებში ხშირია ჰიპერკოაგულაცია,შემდგომ უკვე მექანიკური -ქვემო ღრუ ვენაზე ზეწოლის ფაქტორი .რასაც საბოლოო ჯამში ქრონიკული ვენური დაავადების განვითარებამდე მივყავართ .
როგორც წესი ქრონიკული ვენური დაავადების მკურნალობა არის კომპლექსური და , როგორც წესი ის ითვალისწინებს რამდენიმე მეთოდის გამოყენებას.კერძოდ ,კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარებას,მედიკამენტურ თერაპიას,სკლეროთერაპიას,ულტრაბგერით ,ლაზერულ,ორთქლით აბლაციას ,ქირურგიულ მკურნალობას.მკურნალობის მეთოდების შერჩევა ხდება ექიმის მიერ იდნივიდუალურად,განსაკუთრებით ორსულებში .რაც შეეხება გართულებას და საშიშროებას ,არ წარმოადგენს საფრთხეს აღნიშნული პრობლემა ორსულებში თუ ექიმის რჩევა რეკომენდაციებს მიჰყვებით.გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა