მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, საშვილოსნოს ყელის წყლული

კითხვა: მოგესალმებით.შემიმცირდა მენსტრუალური ციკლი.და ამ თვეში საერთოდ აღარ მომივიდა.მაქვს წყლული.შეიძლება თუ არა,რომ ეს დარღვევა გამოიწვიოს წყლულმა?თუ უფრო ჰორმონალურია?მადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ჰორმონული ცვლილებები, ენდოკრინული პათოლოგია, ფსიქოლოგიური ტრავმა, ზოგიერთი ინფექციური დაავადება.
თუმცა ციკლის ერთჯერადი გადაცდენა საგანგაშო არ არის, განმეორების შემთხვევაში აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან.
საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია, რომელიც მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფრცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი, წყლული, რომელსაც ეროზიას უწოდებენ, მკურნალობის მეთოდი აუცილებლად ექიმმა უნდა განსაზღვროს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მენსტრუალური დარღვევის გამოწვევა არ შეუძლია წყლულს, შესაძლებელია ჰორმონულმა დარღვევამ გამოიწივიოს როგორც მენსტრუალური ცვლილებები, ისე საშვილოსნოს ყელის ეროზია.
შემოგთავაზებთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, ვიზიტისას შეფასდება თქვენი ზოგადი მდგომარეობა და ექიმი–გინეკოლოგი დაგეგმავს თქვენთან ერთად მკურნალობის მეთოდს.
უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა