ვიზიტი ანგიოლოგთან

კითხვა: გამარჯობა ვარ 16 წლის ფეხებზე მაქ სიმძიმის ძლიერი შეგრძნება და სიწითლეები და მეკვანძება ხოლმე და მაქ ისეთი რაღაცეები რაც თრომბს ახასიათებს და დიაბეტიც მაქ და ეს ყველაფერი არის დიაბეტთან რაიმე კავშირში? მალდობა
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით, მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ვერტიკალურ მდგომარეობაში ორგანიზმში არსებული სისხლის 60-70% სხეულის ქვედა ნაწილში, გულის დონის ქვემოთაა დაგროვებული. მის ამოსატუმბად ორგანიზმმა, თავისთავად, დიდი ჯაფა უნდა გასწიოს. პირველ რიგში იტვირთება გული: რიტმული მუშაობის (შეკუმშვის) შედეგად სისხლი მაღლა იწყებს დენას. გულს ქვედა კიდურების კუნთებიც ეხმარება – ისინი პერიოდულად იკუმშება, შემდეგ ფართოვდება, ანუ მუშაობს რა ტუმბოს პრინციპით, აიძულებს სისხლს „თავის კალაპოტს“ დაუბრუნდეს.
საკმაოდ დაძაბულ რეჟიმში უწევს ქვედა კიდურების სისხლძარღვებს მუშაობა, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ერთ მშვენიერ დღეს მწყობრიდან გამოვიდეს.
გარკვეული ფაქტორების ზემოქმედებით, იქნება ეს სარქვლოვანი აპარატის მემკვიდრული არასრულფასოვნება, ადგილი აქვს სისხლის უკუდინებას, ქვედა კიდურის ვენებში დაგროვებას, რაც თავის მხრივ სისხლძარღვთა კედლების გაჭიმვას და მათი კონფიგურაციის დარღვევას იწვევს, შედეგად კი კანზე კოსმეტიკური დეფექტი – კანქვეშა ვენური ქსელი ჩნდება. სწორედ ასე ყალიბდება ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ქრონიკული ვენური უკმარისობა.
მათი ნიშნებია:
● სიმძიმის, სიმხურვალის, დაჭიმულობის, დაბუჟების და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში;
● შეშუპება, რომელიც უფრო მეტად დღის ბოლოს იჩენს თავს და დილით, დასვენების შემდეგ ცხრება;
● ფეხის სხვადასხვა უბანში კუნთების ტკივილი, “გაკვანძვის” შეგრძნება და კრუნჩხვები;
● კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ა.შ.
დაზუსტებით ვერ გიპასუხებთ, თქვენს შემთხვევაში დიაბეტმა განაპირობა თუ არა აღნშნული ჩივილები, თუმცა, ვენური უკმარისობის ერთ–ერთი ხელშემწყობი ფაქტორი დიაბეტია.
ასევე, შემოგთავაზებთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი–სპეციალისტი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, აუცილებლად დაგეხმარებათ და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
იქიდან გამომდინარე, რომ ბრძანდებით არასრულწლოვანი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულნი ვიქნებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ თქვენი მშობელი ან კანონიერი მეურვე.
გაცნობებთ, რომ ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ორშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა