გამარჯობა ! როგორც აღნიშნეთ თქვენ მკურნალობთ კარდიოლოგიური მიმართულებით და ნაწილობრივ არეგულირებთ წნევას .შესაბამისად , გამორიცხავთ რომ ტკივილი არ უკავშირდება არტერიული ჰიპერტენზიის მატებას და ამბობთ , რომ უფრო მეტად გადაღლასთან და უძილობასთან ასოცირდება .შესაბამისად აქცენტს გავაკეთებთ ამ საკითხზე .
ტკივილი და დაბუჟება კეფის მიდამოში და კისრის ზედა ნაწილში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, იმიტომ, რომ ძნელი გასარკვევია, სინამდვილეში რა გტკივა - თავი თუ კისერი. თავის ტკივილის უამრავ მიზეზს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებსაც კისრის იმ ღრმა გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული. ტკივილი კისრის ამ ნაწილში შეიძლება თავის მცირედი დახრის ან მობრუნების დროსაც განვითარდეს. ზოგჯერ კეფის მიდამოში შეხებაც კი მტკივნეულია.
კეფის ტკივილის ძირითადი მიზეზებია:
ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა, ოსტეოქონდროზი). ამ დროს ტკივილი ან დაბუჟება ხშირად ლოკალიზდება კეფის მიდამოსა და კისერში და შესაძლოა გაძლიერდეს თავის მოძრაობისას.
კისრის სპონდილოზი - ხერხემლის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ხერხემლის გასწვრივ მალების სხეულებზე ნისკარტისებური ან წვეტიანი გამონაზარდები (ოსტეოფიტები) ყალიბდება კისრის მიდამოს მიოგელოზი - კუნთების გამკვრივება.
მტევნების დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან . კიდურის დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია.
ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს. ეს შეგრძნება, გარდა იმისა, რომ დისკომფორტს გვაყენებს და ხელს უშლის საქმიანობას, შესაძლოა სერიოზული დაავადების ნიშანიც აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესია, პირველი გამოვლინებისთანავე მივაქციოთ ყურადღება.
დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია განსაზღვრული ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა თუ ნერვზე ზეწოლამ .ამიტომ , გირჩევთ , აუცილებლად მიმართოთ ნევროლოგს/ნეიროქირურგს . ჩვენს კლინიკაში გვაქვს უფასო კონსულტაციის დღე აღნიშნულ სპეციალისტებთან , ყოველ პარასკევს .პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ , ნომრით 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით ,გისურვებთ ჯანმრთელობას !