დიაბეტი, საშვილოსნოს დაწევა

კითხვა: მოგესალმებით ვარ, 58 წლის. სიმაღლე 1.65 წონა 92. 15 წელია მაქვს დიაბეტი. საშუალოდ 160ერთ. ზუსტად ვიცი,მიპასუხებთ,ეს თქვენზეა დამოკიდებული,რომელზეც უკეთესად იგრძნობთ თავს. თუ შეგიძლიათ ზუსტად კითხვაზე გამცეთ პასუხი. თუ არის წნევის წამალი, რომელიც დიაბეტიან პაციენტებში გამოიყენება. მე ვღებულობ ინდაპამიდ 2,5 შარდვა დილით მქონდა ნაწილ-ნაწილი. წლებია ამას ვსვავ. 120-150 ძე მერყეობს. ახლა ლორისტაH 50გ. დავიწყე. წნევა იგივეა ცოტა შარდვა მომიწესრიგა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, დიაბეტი ადამიანში ბევრ ორგანოს და ორგანოთა სისტემას აზიანებს, ზემოქმედებისაგან პაციენტის დაზღვევის ძირითადი მეთოდი, დიაბეტის სწორი მართვა, დიეტის და ცხოვრების რეჟიმის პერმანენტული დაცვაა.
დისტანციურად პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ, ეს ჩვენი მხრიდან არაეთიკურია.
რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, მოგახსენებთ, რომ საშვილოსნოს დაწევა დაწევა 40 წელს გადაცილებულ ქალთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური პრობლემაა.
დაავადება ერთბაშად არ ვითარდება, იგი ნელ-ნელა პროგრესირებს და რამდენიმე სტადიას გადის. ამის კვალობაზე, განასხვავებენ მის რამდენიმე ხარისხს.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის საჭიაროა ანამნეზი, ჩივილები და გინეკოლოგიური გასინჯვა, რომელიც ყველაფერს ნათელს ჰფენს.
დაავადების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე დაწყება, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია.
შორს წასული დაავადება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან ერთად მრავალ გართულებასაც იწვევს: ირღვევა მეზობელი ორგანოების ფუნქცია, მცირდება ქალის შრომისუნარიანობა, როცა საშოს შესავალი მუდმივად ღიაა, იზრდება აღმავალი ინფექციის განვითარების რისკიც.
მკურნალობის დროულად დაწყების შემთხვევაში, გართულებებისა და მკურნალობის რადიკალური მეთოდების თავიდან აცილებაც შესაძლებელია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უპრეცედენტო ფასდაკლებები ენდოკრინოლოგიურ და გინეკოლოგიურ კვლევებზე, ვრცლად იხილეთ ბმულებზე:

● ფარისებრი ჯირკვლის კვლევა: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

●სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა:  https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა