დანიშნულებები

კითხვა: გამარჯობა თუ შეიძლება მომწერეთ შემდეგი სახის დანიშნულებამ შეიძლება გამოიწვიოს თუ არა დეპრესია ან ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა? ბიფლომაზი, 2 აბი 3ჯერ დღეში, დისმენორმი 2აბი 2 ჯერ დღეში, ეპოვექსი 1აბი 2ჯერ დღეში, რადოფენი 2აბი 2ჯერ დღეში. დიდი მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენს მიერ აღნიშნულ პრეპარატთა უმეტესობა, ნაჩვენებია მენსტრუალური ციკლის დარღვევებისა და პრემენსტრუალური სინდრომის დროს.
ხოლო რადოფენი და ეპოვექსი – რევმატოიდული ართრიტის დროს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მითითება და რეკომენდაცია უნდა მოგცეთ ექიმმა.
თუ ფიქრობთ, რომ უკუჩვენებას შეიძლება იწვევდეს რომელიმე მათგანი, აცნობეთ ეს მკურნალ ექიმს და მოისმინეთ მისი რეკომენდაციები .
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა