დემოდეკოზი

კითხვა: გამარჯობა, რამოდენიმე თვის წინ ბავშვს12 წლ, გასცვივდა წამწამები(ნახევრად)დაბლითა მხარეს,ახლა ამავე თვალზე გასცვივდა ზედა მხარეს. რა არის მიზეზი თუ შეიძლება მიპასუხეთ. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
წამწამების ცვენა საკმაოდ სერიოზული სიმპტომებია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.
პირველ რიგში, უნდა გაიაროთ ოფთალმოლოგთან კონსულტაცია და ჩაუტაროთ ბავშვს ლაბორატორიული კვლევა დემოდეკოზზე (პარაზიტული დაავადება) რათა საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს ანტიპარაზიტული მკურნალობა.
ხოლო, თუ გამოირიცხება ოფთალმოლოგიური პრობლემები, უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა