მოგესალმებით,მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
დიაბეტმა ასაკი არ იცის: ის შეიძლება შეგვხვდეს მოზრდილებშიც და მცირეწლოვან ბავშვებშიც. ბავშვთა ასაკში განვითარებული დიაბეტი, მოზრდილთა დიაბეტისგან განსხვავებით, მხოლოდ კვების რეჟიმის შეცვლას და მედიკამენტურ თერაპიას არ სჯერდება – უთუოდ ინსულინით მკურნალობას მოითხოვს. მისი მიზეზია ინსულინის აბსოლუტური ან შეფარდებითი დეფიციტი, რომელსაც კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა-უჯრედების დაზიანება განაპირობებს. სწორედ ეს უჯრედები გამოიმუშავებს ინსულინს. მათ დაზიანებას საფუძვლად უდევს გარკვეული გენეტიკური წინასწარგანწყობა, რომელსაც გარემო ფაქტორთა ზემოქმედება დაერთვის. ორგანიზმი საკუთარ ბეტა-უჯრედებს უცხოდ აღიქვამს და ანტისხეულების გამომუშავებით ებრძვის. როდესაც უჯრედთა 90% განადგურებულია, ხდება დაავადების კლინიკური გამოვლინება. არ შეიძლება, დიაბეტით დაავადებული ბავშვი ვაშიმშილოთ. იგი ისევე უნდა იკვებებოდეს, როგორც მისი ჯანმრთელი თანატოლები, თუმცა მენიუ არ უნდა შეიცავდეს რაფინირებულ ნახშირწყლებს, რომლებიც სწრაფად და მკვეთრად სწევს სისხლში გლუკოზის დონეს და შესაბამისად, მეტი ინსულინის გამოყენებას გვაიძულებს. ღეროვანი უჯრედები — ეს ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მისი ჩასახვის დღიდან ჩნდება და სიცოცხლის ბოლომდე რჩება. თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ეს უნიკალური უჯრედები ახალშობილის ჭიპლარის სისხლში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ღეროვან უჯრედებს თვითაღდგენის უნარი აქვს.
ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, ჩვენი კლინიკა ემსახურება პაციენტებს 15 წლის ასაკიდან.
უნდა მიმართოთ ასაკობრივ კლინიკას (მაგ: იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრი ან ციციშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრი ).
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა.ჩემ 2 წლის შვილს აღმოაჩნდა დიაბეტი.ინტერნეტში წავიკითხე რომ შესაძლებელია მისი განკურნება ჭიპლარის ღეროვანი უჯრედებით.მაინტერესებს თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას ამის შესახებ ან ვის შეიძლება მივმართოთ.მადლობთ წინასწარ
პასუხი: