დაუზუსტებელი

კითხვა: გამარჯობა ...ზალიან მაწუხებს საჯდომი .მანტერსებს რამ შეიზლება გამოიწვიოს მადლობა წინასწარკ
პასუხი:

მოგესალმებით, კორექტული პასუხი რომ გაგცეთ საჭიროა ვიცოდეთ ტკივილის აღწერილობა (ლოკალიზაცია,ხანგრძლივობა,ინტენსივობა და პერიოდულობა). რათა ინფორმაციის შეკრების შემდეგ გირჩიოთ კონკრეტული ექიმი. თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, სავარაუდოთ საუბარია ჰემოროიდულ კვანძზე. ბუასილი, ანუ ჰემოროდი სწორი ნაწლავის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. არსებობს ბუასილის გამომწვევი ბევრი რისკ–ფაქტორი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ზუსტი მიზეზი უცნობია. შეიძლება წარმოდგენილი იყოს სწორ ნაწლავში (შიდა ბუასილი) ან განვითარდეს ანუსის გარშემო კანქვეშ (გარე ბუასილი). ზოგჯერ გამაღიზიანებელი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს ან ზოგჯერ ადამიანი დიდი დისკომფორტითა და ტკივილით იტანჯება. სავსებით შესაძლებელია შეგაწუხოთ ქავილმა ან კუჭის მოქმედებისას გაღიზიანებისა და დაჭიმვის გამო შეიძლება დაზიანდეს ზედაპირი და გამოვლინდეს სისხლდენა. ზოგჯერ სისხლი გუბდება შიდა ჰემოროიდულ კვანძში და ფორმირდება თრომბად. ამ მდგომარეობისას ვლინდება ძლიერი ტკივილი, შესიება, ანთება და ანუსთან დიდი ზომის კვანძი. ჩვენი რჩევა იქნება მიბრძანდეთ პროქტოლოგთან, რათა დადგინდეს ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს სიმპტომები ბუასილს და ამასთან, გამოირიცხოს სხვა დაავადებები. კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ პროქტოლოგთან უფასო კონსულტაცია ხუთშაბათს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა