მოგესალმებით! მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება.
არსებობს მენსტრუაციული ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი: შემცირებული მენსტრუაცია ანუ ოლიგომენორეა – ამ დროს მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა 35 დღეზე მეტია; ხშირი მენსტრუაციები – პოლიმენორეა, როდესაც შუალედი 25 დღეზე ნაკლებია; არარეგულარული ციკლი – დისმენორეა; მენსტრუაციის არარსებობა – ამენორეა; მტკივნეული მენსტრუაცია – ალგოდისმენორეა; ჭარბი მენსტრუაცია – ფაქტობრივად სისხლდენა ანუ მენორაგია. მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი შესაძლოა იყოს ავიტამინოზი, ხშირი დიეტა, ჰორმონული დარღვევა, ფსიქიკური ტრავმა, ინფექციური დაავადება, გინეკოლოგიური ჩარევა, ღვიძლის დაავადება, სიმსუქნე. არანაკლებ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც. რაც შეეხება ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ პრეპარატებს, შესაძლოა გამოიწვიოს ციკლის გამოტოვება და დარღვევა.
დაიმახსოვრეთ: კონტრაცეპტივების არასწორი მიღება და ექიმის რჩევის გარეშე თავის დანებება მენსტრუაციის დარღვევას იწვევს. აღნიშნული პათოლოგიის მკურნალობა მენსტრუალური ციკლის დარღვევის ტიპზეა დამოკიდებული. თავდაპირველად უნდა დადგინდეს მიზეზი, განისაზღვროს ჰორმონული სტატუსი (მენსტრუალური ციკლის პირველ და მეორე ფაზაში), ჩატარდეს ფუნქციონალური ტესტები, ულტრაბგერითი კვლევა. გირჩევთ, მენსტრუალური ციკლის ნებისმიერი დარღვევის დროს დროულად მიმართოთ გინეკოლოგს. ეს თავიდან აგაცილებთ მრავალ გართულებას, მათ შორის – უშვილობას, ნაადრევ კლიმაქსს, ანემიას, ინფექციურ დაავადებებს. გაცნობებთ, რომ აქციის ფარგლებში , გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: 23 წლის ვარ მყავს საკეისრო კვეთით 2 შვილი ვსვამ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს უკვე 8 თვეა ციკლი მწყობრში მქონდა სულ ეხლა ამ თვეში გადამიცდა 5 დღე და ტესტმა აჩვენა უარყოფა და რისი ბრალია ციკლის გადაშორება??
პასუხი: