კითხვა: გამარჯობა. ბოლო 2 კვირაა თავის არეში მაქვს დაბუჟების შეგრძნება, რაც შემდეგ ტკივილში გადადის. თუ შეიძლება განმიმარტოთ, რა შეიძლება იწვევდეს ამ სიმპტომებს და რომელი გამოკვლევა იქნება საჭირო. დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:
მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში, ზუსტი დიაგნოსტირება რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას, რომლის ერთ–ერთი სიმპტომთაგანია თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ა.შ.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, თქვენს შემთხვევაში, საჭიროა ჩაიტაროთ ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერი, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !