ქალების უმრავლესობას მენსტრუაციული პერიოდები აქვთ დაახლოებით 28 დღეში ერთხელ, მაგრამ ეს ციკლი ხშირად უფრო ხანმოკლეა, ან უფრო ხანგრძლივიც და მერყეობს 24-დან 35 დღემდე. ზოგიერთ ქალს ყოველთვის არ აქვს რეგულარული მენსტრუალური ციკლი და მათი მენსტრუალური პერიოდები შეიძლება ხანმოკლე ან ხანგრძლივი იყოს და ეს ხანგრძლივობა შეიძლება მუდმივად იცვლებოდეს. მენსტრუალური პერიოდების ცვლილება მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძირითადი მიზეზებია:
–ორსულობა
–სტრესი
–წონის უეცარი დაკლება
–ჭარბწონიანობა ან სიმსუქნე
–ზედმეტი ვარჯიში
–კონტრაცეფციული აბების მიღება
–მენოპაუზის ასაკის მიღწევა
–პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი.
ზოგჯერ მენსტრუალური ციკლი ასევე შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი სამედიცინო მდგომარეობების შედეგად, როგორებიცაა გულის დაავადებები, არაკონტროლირებადი დიაბეტი, ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი, ან საკვერცხის ნაადრევი განლევა.
თქვენ შემთხვევაში უმჯობესია მიმართოთ გინეკოლოგს,რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ შესაბამის მითითებებს ან საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ მკურნალობას.
ასევე შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი კლინიკის აქცია,რომელიც გულისხმობს გინეკოლოგის უფასო კონსულტაციას ყოველ ხუთშაბათს და შაბათს. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა შემდეგ ნომერზე– 5 77 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მქონდა სპირალი მისი ამოღების შემდეგ ციკლის რაოდენობა შემცირდა რა შეიძლება იყოს მიზეზი
პასუხი: