ლიმფური კვანძის გადიდება ბავშვებში

კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს 6წლის და 6 თვის ბავშვს ჰორმონები ნორმის ფარგლებშია ცალი მკერდი იწყებს ზრდას ნუ მკერდის შიგნით არის ჯირკვალი გადიდებული.ვიცი 15 წლიდან ემსახურებით პაციენტებს მაგრამ თუ შეგიძლიათ მითხრათ ეს აუცილებლად სიმსივნური პროცესია?
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც წინა შეტყობინებაში უკვე მოგახსენეთ, ლიმფური კვანძის გადიდება მრავალ ფაქტორთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. პირველ რიგში ეს არის ინფექცია, რეაქცია ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე.
ზოგადად, სიმსივნური ჩანართები პაციენტებში ვლინდება 18 წლის ასაკიდან.
თქვენი შვილის შემთხვევაში, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ესტროგენების მომატებას.
აუცილებელია ბავშვის მდგომარეობა შეაფასოს ბავშვთა ასაკის მამოლოგმა, ჩატარდეს ექოსკოპია რათა დაზუსტდეს, რა იწვევს ცალი ძუძუს ზრდას, ჩანართი სითხურია თუ ჯირკვლის პათოლოგიას ეხება საქმე.
როგორც თქვენთვის ცნობილია , ჩვენ ვემსახურებით 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ მიმოწერის რეჟიმში სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა