ჭინჭრის ციება და ანგიოედემა

კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს ერთი თვეა აღენიშნება ჭინჭრის მწვავე ციება, მიღებული ქონდა ანტიჰისტამინული პრეპარატები:ლესეტრინი, ესლოტინი და ამჟამად სვავს კლარიტინს, მაგრამ ალერგია არ ალაგებულა, უფრო ვლინდება დილით, ანუ ძილის შემდეგ. ხანდახან რაღაცის ზემოქმედების დროს მწვავე ფორმით ვლინდება, იწყება ტუჩების შეშუპებით და ადის თვალებამდე. რას მირჩევთ? როგორ მოვიქცეთ? რა პრეპარატი შეიძლება მიიღოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწოდებთ, ზოგად ინფორმაციას.
ჭინჭრის ციება, იგივე ურტიკარია, ორგანიზმის ალერგიული რეაქციაა, რომელიც კანზე პატარა ლაქებისა და მოზრდილი ბუშტუკების გაჩენით გამოიხატება, ანგიოედემა კი კანის ღრმა ფენების შეშუპებაა, წესისამებრ – თვალებისა და ტუჩების გარშემო. ჭინჭრის ციება და ანგიოედემა მეტწილად უვნებელია და თავისთავად გაივლის. სახიფათოა მწვავე ანგიოედემის ისეთი ფორმა, რომელიც ენისა და ხორხის შეშუპებას იწვევს, ვინაიდან ამ დროს შესაძლოა სასუნთქი გზები დაიხშოს.
ჭინჭრის ციება და ანგიოედემა ცალ-ცალკეც შეიძლება განვითარდეს და ერთდროულადაც. მათ ყველაზე ხშირად ანტიჰისტამინური პრეპარატებით მკურნალობენ, რაც თავადაც აღნიშნეთ.
სამწუხაროდ, დისტანცურად პრეპარატებზე ვერ მიგითითებთ, ეს არაპროფესიულია.
მიჰყევით თქვენი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, მასთან ერთად განიხილეთ მკურნალობის შედეგები და დაგეგმეთ შემდგომი ტაქტიკა .
თუ გაინტერესებთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ცენტრში, ალერგოლოგ თინა მურადაშვილთან, რომელიც დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა