ბადურის დაავადებათა დიაგნოსტიკა

კითხვა: მოგესალმებით. კითხვა მაქვს თქვენთან.დაახლოებით ორი თვის წინ თავის მარჯვენა მხარეს თვალის ირგვლივ ისკრისებური ტალგისებური წარმონაქმნი შევნიშნე ტკივილის გარეშე.დგესაც იგივე განმეორდა და მაინტერესებს რამდენად საშიშია და რისი ბრალიბრალი შეიძლება იყოს გმადლობთ.
პასუხი:

გამარჯობა, თქვენ ალბათ გულისხმობთ მხედველობის ველში გაელვებას ნაპერწკლებივით.კარგი იქნებოდა გვცოდნოდა ხომ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზია, რაკი მსგავსი ჩივილი თვალის ბადურის სისხლძარღვოვან პათოლოგიაზე მიუთითებს და ყველაზე ხშირად მისი გამომწვევი ეს ორი დაავადებაა.
თვალის ბადურა გარსი თვალის კაკლის უკანა ნაწილში მოთავსებული ნერვული ქსოვილის თხელი ფენაა, რომლის საშუალებითაც აღვიქვამთ საგნებს. ბადურის დაავადებები ტკივილის გარეშე მიმდინარეობს და პაციენტები უჩივიან მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითებას და მხედველობის არეში სხვადასხვა ცვლილებების გაჩენას,როგორიცაა თვალწინ მცურავი ჩრდილების, ნაპერწკლების, ლაქების, მცურავი რგოლების, შავი ფარდის გაჩენა, გაელვება, ფერებისა და სინათლის აღქმის გაუარესება და სხვა.პათოლოგიური პროცესის გამოსარიცხად უნდა მიმართოთ ექიმ ოფთალმოლოგს, რომელიც შესაბამისი კვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს და მოგცემთ დანიშნულებას. თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა მოიცავს მთელ რიგ გამოკვლევებს: მხედველობის სიმახვილის, პერიფერიული და ცენტრალური მხედველობის ველის მდგომარეობის განსაზღვრას, სხვადასხვა მეთოდით თვალის ფსკერის გამოკვლევას, რაც მოიცავს როგორც დათვალიერებას (ოფთალმოსკოპია), ასევე კვლევის უფრო რთულ და დეტალურ მეთოდებს (ბადურას ფლუორესცენტული ანგიოგრაფია, ბადურას სისქის ანალიზატორის საშუალებით ბადურას ლაზერული სკანირება და სხვა).დროული და ადექვატური მკურნალობა დაავადების მიმდინარეობას პროგნოზულად კეთილსაიმედოს ხდის.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, უფასო აქციის ფარგლებში, შეგიძლიათ დაგეგმოთ ვიზიტი ოფთალმოლოგთან.
ექიმთან ვიზიტზე ჩასაწერად გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა