მოგესალმებით,ხელის ტკივილი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად: სახსრის დაზიანებები, ნერვების კომპრესია, ა.შ. მიზეზის შესაბამისად, ტკივილი შესაძლოა უცაბედად დაიწყოს, ან დროდადრო განვითარდეს. ხშირ შემთხვევაში, ხელის ტკივილი კისრის ან ხერხემლის ზედა ნაწილის პრობლემებიდან მოდის. ხელის ტკივილი, განსაკუთრებით მარცხენა ხელზე გადასული ტკივილი, გულის იშემიური ინფარქტის ნიშანიც კი შეიძლება იყოს.
ხელის ტკივილის შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:
● სტენოკარდია (ნაკლები სისხლი მიეწოდება გულს);
● მხრის ნერვთა წნულის დაზიანება;
● ხელის მოტეხილობა;
● მაჯის მოტეხილობა;
● ბურსიტი;
● იდაყვის დისლოკაცია;
● ფიბრომიალგია;
● ინფარქტი;
● დისკის თიაქარი;
● რევმატოიდული ართრიტი;
● მაბრუნებელი კუნთების დაზიანება;
● დაჭიმვა ან დაძაბვა;
● ტენდინიტი;
● იდაყვის დაზიანებები;
● გულმკერდის გამოსავლის სინდრომი;
● იდაყვის ნერვის დაზიანება.
გარდა ამისა არსებობს ხელის ტკივილის სისხლძარღვოვანი მიზეზებიც,კერძოდ კი , იშემიის შედეგად ,რომელიც სიცივეში გაძლიერდება ,აღმოცენებული მიზეზი .
ზუსტი დიაგნოზის დასმა, გამოკვლევების გარეშე, ფიზიკურად შეუძლებელია.
გირჩევთ ,მიბრძანდეთ სისხლძარღვთა ქირურგთან , კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, უფასო კონსულტაცია მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს და სამშაბათს , წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ. მაწუხებს მარცხენა ხელი. ოდნავ სიცივეზე მეწყება ტკივილი. რისგან შეიძლება იყოს და როგორ ვიმკურნალო. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი: