მოგესალმებით,
ჰიპერჰიდროზი ბავშვებში საკმაოდ ხშირად გვხვდება და სავსებით კანონზომიერი მოვლენაა. თქვენს შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რამდენად მოძრავია ბავშვი, რადგან აქტიური მოძრაობა ნივთიერებათა ცვლის პროცესს აჩქარებს, რასაც ოფლდენა მოჰყვება.
ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვებს თავის და კისრის არე უოფლიანდებათ არა მარტო უარყოფითი, არამედ დადებითი ემოციების გამოხატვის შემთხვევაშიც.
დააკვირდით, ხომ არ აქვს ოფლს მძაფრი სუნი, ხომ არ არის წებოვანი ან კონსისტენციაშეცვლილი.
შესაძლოა, ჭარბლოფლიანობას იწვევდეს – D ვიტამინის და კალციუმის ნაკლებობა.
ნებისმირ შემთხვევაში სასურველია, პრევენციის მიზნით მიმართოთ ოჯახის ექიმს, პედიატრს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ენდოკრინოლოგს.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!