ღია ოვალური ხვრელი - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გულის სარქველი მაქვს ღია 5მმ ვარ 13 წლის და მინდა გავაკონტროლო
პასუხი:

მოგესალმებით,
ღია ოვალური ხვრელი წარმოადგენს გულში არსებულ ღრუს, რომელიც დაბადების შემდეგ ნორმისამებრ არ დაიხურა. იგი უმეტეს შემთხვევაში არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას.
უცნობია, თუ რა იწვევს ღია ოვალურ ხვრელს ზოგიერთ პაციენტში, თუმცა დაავდების განვითარებაში შესაძლოა გენეტიკა იღებდეს მონაწილეობას.
ღია ოვალური ხვრელი90% სიცოცხლის პირველ თვეებში ხდება დახურვა, ზოგჯერ დეფექტი ნარჩუნდება ხანგრძლივად , რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ს ზრდა-განვითარებაზე.
აუცილებელია კარდიოლოგის მეთვალყურეობა და პერიოდული ულტრაბგერითი გამოკვლევა.
მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში კარდიოლოგს.

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა