კითხვა: როდესაც c რეაქტიული ცილა მომატებულია თუ შეიძლება ცილოვანი საკვების მიღება?
პასუხი:
მოგესალმებით,
C რეაქტიული ცილა გამომუშავდება ღვიძლში და რევმატული პროცესის გამწვავების, ასევე ნებისმიერი ანთებითი პროცესისა და აუტოიმუნური დაავადებების დროს აღწევს ზეზღვარს.
C-რეაქტიული ცილის მომატებისას, რომელსაც თან არ ახლავს ცხელება, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს აუხსნელი ჩივილები, არ ინიშნება ანტიბიოტიკები.
C-რეაქტიული ცილას და ცილოვან საკვებს ერთმანეთთან უარყოფითი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, დიახ შეიძლება c რეაქტიული ცილის მომატების დროს ცილოვანი საკვების მიღება.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!