შარდის ბაქტერიოლოგიური ანალიზი - ლაბორატორია

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს შარდის ბაქტეეიოლოგიური ანალიზის დროს რისი განსაზღვრა ხდება შარდში? საერთო ანალიზისგან რით განსხვავდება?
პასუხი:

მოგესალმებით,
შარდის საერთო ანალიზი ერთ-ერთ გავრცელებულ ლაბორატორიულ გამოკვლევას წარმოადგენს.
შარდის წარმოქმნის მექანიზმის გათვალისწინებით, იგი პირველ რიგში შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას ასახავს. ამავდროულად, შარდის საშუალებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ ორგანიზმში მიმდინარე სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებაც, კერძოდ კი, შარდის ანალიზი იცვლება:

  • დიაბეტის;
  • ღვიძლისა და სანაღვლე გზების;
  • პანკრეასის;
  • სისხლის დაავადებების;
  • ცხელების;
  • ტუბერკულოზის;
  • სხვადასხვა ინფექციური პათოლოგიის;
  • მოწამვლების;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევების;
  • მთელი რიგი პათოლოგიების დროს.

შარდის საერთო ანალიზის ჩატარების შემდეგ, თუ არსებობს ეჭვი საშარდე გზების ინფექციაზე, მის გამოსავლენად არსებობს უტყუარი ტესტი - შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რაც საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტით დათვლილ იქნეს მიკრობთა კოლონიები და ზუსტად განისაზღვროს ბაქტერიურიის ტიპი და დონე.


ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა