მოგესალმებით,
C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული ორგანიზმი ათიდან დაახლოებით ორ შემთხვევაში მთლიანად თავისუფლდება ვირუსისგან და დაავადება ქრონიკულ ფორმას მხოლოდ რვა შემთხვევაში იღებს. თუმცა C ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსის მნიშვნელოვანი თავისებურებაა მისი გენეტიკური არაერთგვაროვნება. HCV -ს შესწევს უნარი, ხელიდან დაუსხლტეს იმუნურ ზედამხედველობას.
C ჰეპატიტის ვირუსი გადაეცემა:
● წამლების (წესისამებრ, ნარკოტიკების) ინტრავენური მიღებისას ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების მეშვეობით;
● ვირუსშემცველი დონორის ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციისას;
● სისხლთან პროფესიული კონტაქტისას;
HCV ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ დაავადებას პათოგნომური სიმპტომები არ გააჩნია, ამიტომ აუცილებელია HCV -ს ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაცია 2015 წლის მაისის თვიდან მიმდინარეობს და 2018 წლის მონაცემების მიხედვით 45 000 პაციენტიდან 98% განიკურნა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, შესაბამისი მკურნალობის გარეშე C ჰეპატიტი იწვევს სიმსივნეს, ხოლო მკურნალობის შემდეგ გამოვლენილი სიმსივნის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ.
ამ პროგრამასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 15 05.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ჩემმა მეუღლემ იმკურნალა C ჰეპატიტზე დაასრულა კურსი 2 თვეა უკვე. ყველა გვეუბნება C ჰეპატიტის მკურნალობის შემდეგ 1 წელში ან წელიწად ნახევარში შესაძლებელია სიმსივნე განვითარდესო. რამდენად სიმართლეა თუ შეიძლება რომ მომწეროთ
პასუხი: