მოგესალმებით,
სტაფილოკოკი ბაქტერიის სახეა, რომელიც ბუდობს კანსა და ლორწოვან გარსზე.
ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus, S aureus) ამ ბაქტერიებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს საფრთხეს არ უქმნის, გასათვალისწინებელია, რომ ოქროსფერი სტაფილოკოკი კანისა და ორგანოების სხვადასხვა ტიპის ინფექციებს იწვევს.
საფრთხეს ზრდის როგორც კანის პრობლემები, ასევე რიგი დაავადებები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მაგალითად:
● მწვავე ატოპიური დერმატიტი;
● ცუდად მართვადი დიაბეტი;
● თირკმლის უკმარისობა;
● სისხლის დაავადება;
● იმუნოგლობულინი M დეფიციტი;
კანის სტაფილოკოკური ინფექციები სხვადასხვა გზით ვლინდება, კერძოდ ესენია:
● სტაფილოკოკური ფოლიკულიტი;
● იმპეტიგო;
● ექტიმა;
● ჭრილობის, დერმატიტის, მუნის მეორადი კანის ინფექციები.
კანის სტაფილოკოკური ინფექციის დიაგნოსტირება ხშირად კლინიკურია. თუ ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულდება ან პირველადი მკურნალობის კურსი სასურველ შედეგს არ იძლევა, დიაგნოზის დასადასტურებლად გამოიყენება ნაცხის ლაბორატორიული კვლევა.
ოქროსფერი სტაფილოკოკის მკურნალობისათვის, თქვენს მიერ აღნიშნული იმუნოგლობულინის გარდა, ინიშნება კიდევ ბევრი პრეპარატი, ვაქცინა და ა.შ. რომელზეც დისტანციურად მითითებას ვერ მოგცემთ, ადექვატური მკურნალობის ჩასატარებლად უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ექიმი ინფექციონისტის კონსულტაციაზე გაგაგზავნით.
ამ ეტაპზე აღნიშნული ექიმი არ გვყავს ცენტრში და სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა. რამდენიმე წელია პერიოდულად მაქვს გამონაყარი ბეჭებზე და მკერდზე.ხან ძალიან აქტიურად. მითხრეს რომ დიაგნოზია სტაფილოკოკი და დამინიშნეს ნემსი ,,იმუნოგლობულინი,, რომელიც მხოლოდ რუსეთშია. მაგრამ ეხლა აღმოჩნდა რომ იქაც აღარ უშვებენ. რა ვქნა სხვა საშველი არ არის?
პასუხი: