კითხვა: გამარჯობათ. 6 წლის გოგონას დაეწყო ბუდობრივი თმის ცვენა, მიზეზი რომ გავიგოთ რა კვლევები უნდა ჩავატაროთ ამისათვის და თუ რსებობს ალოპეციის ცენტრი თბილისში? მადლობა
პასუხი:
მოგესალმებით,მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ბუდობრივი ალოპეცია – ეს არის აუტოიმუნური ბუნების დაავადება, რომელიც მიეკუთვნება არანაწიბუროვან ალოპეციას.
დაავადების ეტიოლოგია და ზუსტი პათოგენეზი ცბილი არ არის, თუმცა დიდ როლს ასრულებს T-ლიმფოციტების აქტივაცია და სხვადასხვა აუტოიმუნური პროცესები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ჭიებით ინვაზია, ინფექციური დაავადებები (თავის თმიანი ნაწილის სოკოვანი დაავადება), სხვადასხვა მედიკამენტი.
ალოპეცია უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია, ზოგჯერ აქვს ქრონიკული ხასიათი, თმის პერიოდული დაცვენისა და ამოსვლის ეპიზოდებით.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება პაციენტებს 15 წლის ასაკიდან.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!