მოგესალმებით, და მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას .
დენსიტომეტრია , დღესდღეობით, ოსტეოპოროზის სადიაგნოზო ერთადერთი მეთოდია. ამ გამოკვლევით შესაძლებელია ოსტეოპოროზის ადრეულ სტადიაში გამოვლენა, მისი მიმდინარეობისა და ხარისხის სარწმუნოდ შეფასება. ოსტეოპოროზი კი სიტყვა-სიტყვით “ფოროვან ძვალს” ნიშნავს და ძვლოვანი მასის შემცირებას გულისხმობს, რის გამოც ძვალი სუსტი და მყიფე ხდება. ძვლის დასუსტების გამო ხშირად ნებისმიერი უმნიშვნელო ტრავმა და დაცემა შეიძლება მოტეხილობის მიზეზი გახდეს. რაც შეეხება ოსტეოპენიას, იგი ძვლოვან ჩონჩხში მინერალიზებული ძვლოვანი ქსოვილის მასის შემცირებაა მეტაბოლური ოსტეოპათიების, მიელოპროლიფერაციული და სხვ. დაავადებების დროს. თქვენ აღნიშნეთ, რომ გესმით სახსრებიდან უსიამოვნო ხმები, მოძრაობის დროს სახსრების სხვადასხვა ელემენტი გადაადგილდება, რაც გამოსცემს ხმაურს, ხრჭიალს და ტკაცუნს. ყველაზე ხშირად ხმაურობენ მუხლები, ხერხემალი და კოჭები. სახსარში არის სინოვიური სითხე, რომელიც ამცირებს სახსარში ხახუნს და ამით ხრტილს გაცვეთისა და გახეხვისაგან იცავს. ამ ხსნარში გახსნილია აზოტი, ჟანგბადი და ნახშირორჟანგის გაზი. სახსრის ჩანთის ზედმეტად გაჭიმვის ან არაბუნებრივი მოძრაობისას გროვდება გაზები ბუშტუკების სახით, რომლებიც სკდება და გამოსცემს ტკაცუნს. შესაძლოა, თქვენი ჩივილების გამომწვევი მიზეზი იყოს ოსტეოპენია, თუმცა ამის დაზუსტებით თქმის უფლება მხოლოდ ექიმს აქვს, დისტანციურად ჩვენი მხრიდან ეს არაკორექტული იქნება. შემდგომი გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ მიმართოთ ისევ თქვენს მკურნალ ექიმს და მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან ვიზიტზე.
აღნიშნულ ექიმთან გვაქვს უფასო აქციის დღეები ხუთშაბათი და შაბათი.
მიმდინარეობს წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ, 6-7 წლის წინ ჩავიტარე ასეთი გამოკვლევა-დენსიტომეტრია, დამიდგინდა ოსტეოპენია (ანუ ყვითელი ფერი უკვე წითელთან კარგად იყო მიახლოებული) და სამწუხაროდ არანაირი მკურნალობის კურსი არ ჩამიტარებია გარდა იმისა რომ ხანდახან ვვარჯიშობ ფიზიკურად და რაც შემიძლია დავდივარ ფეხით ბევრს. ეხლა ვარ 43 წლის, ვარჯიშის დროს ყველა სახსარიდან მესმის უსიამოვნო ხმები და საღამ ოს დასვენების დროს,მწოლიარე ან მჯდომიარე მდგომარეობაში როცა მოვდუნდები, მთლიანად ფეხების ძვლებში მაქვს ძალიან უსიამოვნო შეგრძნება თითქოს ძვალი მეფხანება შიგნიდან, თითქოს ვიღაც გიღიტინებს ძვლებზე, იმდენად საშინელი შეგრძნებაა რო ნერვიულ სისტემაზე გადამდის. ველოდები თქვენს რჩევას და მითითებას, მადლობა წინასწარ
პასუხი: