დისმეტაბელური ენცეფალოპათია

კითხვა: გამარჯობა, მადლობა წინასწარ მამას აქვს დისმეტაბელური ენცეფალოპათია ღვიძლის ფონზე იმკურნალა ნევროლოგთან მაგრამ უშედეგო აქვს სისუსტე კოპრდინაციის დარღვევა უჭირს მოძრაობა მეტყველება იქნებ მირჩოთ რამე ვის მივმართო თქვენთან და თუ შეიძლება თქვენ კლინიკაში დაწვენა მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ამ მდგომარეობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა .
არ ვიცით რა გენეზისაა ეს უკმარისობა ,ანუ არის ვირუსული თუ სხვა ტიპის დაზიანების შედეგი ,თუმცა , ყველა შემთხვევაში , როდესაც მიღებულია ღვიძლის სტრუქტურული და ფუნქციური დაზიანება ,პაციენტებს მუდმივად აქვთ სხვადასხვა ხარისხით გამოხატული ღვიძლის უკმარისობა და მისი თანმდევი მოვლენები ,კერძოდ სისუსტე ,ენცეფალოპათია და ა.შ.
ამ მოვლენების კუპირება ან შემსუბუქება დამოკიდებულია ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე და თუ არის შესაძლებლობა ,მკურნალობა უნდა ჩატარდეს მისი გაუმჯობესების მიმართულებით . ამ საკითხში კომპეტენტურები არიან ექიმი ჰეპატოლოგები ,ან ინფექციონისტები . შესაძლოა თერაპევტების ჩართულობაც .
პარალელურად ,ცხადია ,შეიძლება გაგრძელდეს ნევროლოგის დანიშნულება ,რომელიც დაეხმარება პაციენტს უშუალოდ ნევროლოგიური სიმპტომების ნიველირებაში.
მიმართეთ მკურნალ ექიმს და მიჰყევით მის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა