მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. პარკინსონის დაავადება მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები განაპირობებს, სიმპტომები კი დროთა განმავლობაში მძიმდება. თავის ტვინის პროგრესულ დაზიანებას დოფამინის დეფიციტი იწვევს. დოფამინი ნივთიერებაა , რომელსაც ორ ნერვულ უჯრედს შორის ინფორმაცია გადააქვს.
პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესული აშლილობაა, რომელიც არღვევს მოძრაობით ფუნქციებს. დაავადება თანდათანობით ვითარდება და ხშირად კუნთების უნებლიე მოძრაობებით ვლინდება, ძირითადად ცალ ხელში. ეს მოძრაობები პარკინსონის დაავადების ყველაზე ცნობილი სიმპტომია, თუმცა დაავადება იწვევს მოძრაობის შენელებას და გაშეშებასაც.
პარკინსონის დაავადება არ იკურნება, მაგრამ მედიკამენტების საშუალებით მსუბუქდება სიმპტომები. ზოგიერთ შემთხვევაში, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ქირურგიული ჩარევაც, რათა ტვინის გარკვეული რეგიონების ფუნქციების ცვლილებით სიმპტომები გამოსწორდეს.
ლევოდოპას პრეპარატი ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს - რიგიდობას, ბრადიკინეზიას, ტრემორს, დისფაგიას და წონასწორობის დარღვევას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რაზალაქტით მკურნალობის კურსთან დაკავშირებით, ნამდვილად სწორად არის დანიშნული, დინამიკაში დაკვირვების შემდეგ კი, შედეგი თუ არ გამოიკვეთა, მას დასჭირდება მართვა, წამლის დოზის მომატება ან სხვა პრეპარატის დამატება–ჩანაცვლება.
რაზალექტის გამოყენება შესაძლებელია, როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ლევოდოპასთან კომბინაციაში.
რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულს, რომ "აფერხებს დოფამინის დაშლას" , ანოტაციის მიხედვით, რაზალექტი უზრუნველყოფს თავის ტვინში დოფამინის დონის მატებას და შენარჩუნებას.
პარკინსონის დაავადების მკურნალობის ზუსტი სქემა არ არსებობს. სამკურნალო პროგრამა, ყველა პაციენტისათვის ინდივიდუალურია.
რაციონალურად შერჩეული სამკურნალო სქემა დროთა განმავლობაში სასურველ შედეგს გამოიღებს, მთავარი სამკურნალო საშუალებები კი ის პრეპარატებია, რომლებიც მოქმედებენ ნერვულ მედიატორებზე.
შეგიძლიათ მოიყვანოთ მამა ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგ ნანა ღვალაძესთან კონსულტაციაზე, ობიექტურად შეფასდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და თუ საჭირო იქნება დამატებით კვლევების ჩატარება, მაგალითად, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, შემოგთავაზებთ სპეციალური ფასდაკლების აქციებს, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობა, მამაჩემს დაუდგინდა პარკინსონის დაავადება 4 წლის წინ,არის 53 წლის, მარჯვენა ხელის ტრემორით, აქამდე ვუკეთებდით ტვინის მკვებავებს (ცირეტონს) რაც გამოდგა უშედეგო, ეხლა სვავს რაზალექტს და წნევის მარეგულირებლებს მხოლოდ, რამდენად კარგადაა შერჩეული მკურნალობა ან სად მივიყვანო საქართველოში არის ვინმე გამოცდილი ამ დაავადებასთან ბრძოლაში? ეს რაზალექტი როგორც ვიცი აფერხებს დოფამინის დაშლას, როგორ შეიძლება ან რა წამლით კიდევ რომ რაც აქვს დოფამინი ის რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს და ლევოდოპა რაც შეიძლება გვიან დაენიშნოს?როგორია პარკინსონის დაავადების მკურნალობის ეტაპები? თუ შეგიძლიათ რომ ჩამოთვალოთ ის წამლები რაც არის დღეს საქართველოში და რა ეტაპებზე უნდა მივცეთ.
პასუხი: