აუგმენტინი ორსულობისას

კითხვა: მაინტერესებს, ორსულისთვის ანტიბიოტიკი აუგმენტინი თუ შეიძლება?
პასუხი:

მოგესალმებით,
მცირე ინფორმაცია არსებობს ორსულობის პერიოდში ქალებში აუგმენტინის გამოყენების შესახებ. ამიტომ, თუ თვითმკურნალობას ეწევით, ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, სასურველია თავიდან ავიცილოთ პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში, განსაკუთრებით კი პირველ ტრიმესტრში.
ხოლო, თუ დანიშნულია სპეციალისტის მიერ, მიჰყევით მის რეკომენდაციას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა