მოგესალმებით,
შესაძლოა თქვენს მიერ აღწერილი სიმპტომები არ უკავშირდებოდეს სისხლის დაავადებას, მაგრამ დისტანციურად მათ ვერც გამოვრიცხავთ.
ამიტომ, გირჩევთ მიბრძანდეთ ჰემატოლოგთან, კონსულტაციისას თავდაპირველად უნდა მოხდეს ანამნეზის შეგროვება და პაციენტის გულდასმით გასინჯვა.
გარდა ამისა კეთდება:
● სისხლის საერთო ანალიზი;
● პერიფერიული სისხლის ნაცხი;
● ბაზალური ბიოქიმიური ტესტი.
ამ ანალიზების ჩატარების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევებით, შესაძლოა განისაზღვროს დაავადება, თუმცა საბოლოო დიაგნოზი ძვლის ტვინის ბიოფსიით ისმება.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად და ზუსტი დიაგნოსტირებისათვის გირჩევთ, მიმართოთ ასაკობრივ კლინიკაში ჰემატოლოგს, რომელიც განსაზღვრავს ბიოფსიის საჭიროებას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პირებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ბავშვს აქვს მუდმივი ტემპერატურები და არც სისხლის საერთო ანალიზი აქვს ნორმაში,თქვენს ცენტრში მინდა გამოვიკვლიო და მაინტერესებს დაზღვევა თუ მოქმედებს თქვენთან
როგორც ვიცი ლეიკემიის ანალიზს აკეთებენ ძვლის ტვინის ბიოფსიით და რა ღირს ეს პროცედურა თქვენთან ჩვენმა პედიატრმა სიმპტომები რომელიც ემთხვევა ლეიკემიისას უბრალოდ გაციებას მიაწერა. ხომ შემიძლია რომ თავის დაზღვევის მიზნით ჩემით გავუკეთო ეს პროცედურა ბავშვს და და რა დამიჯდება და რამდენად უსაფრთხოა..
პასუხი: