ანტისხეულების განსაზღვრა

კითხვა: ანტისხეულები cmv igG პოზიტივი <473 ანტისხეულები cmv igM ნეგატივი 0,18 ძალიან გთხოვთ იქნებ მითხრათ რას ნიშნავს ეს პასუხები
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლის კვლევა იმუნო-ფერმენტული ანალიზის მეთოდით - ანალიზისას ისაზღვრება კონკრეტული ინფექციის მიმართ ანტისხეულების - IgM და IgG კონცენტრაცია და ტიტრი.
IgG-ანტისხეულები გამომუშავდება მაშინ, როდესაც ინფექციური პროცესი ქრონიკულია.
თქვენს შემთხვევაში, აღნიშნული მაჩვენებელი, შესაძლოა ნიშნავდეს ქვემწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესის არსებობას.
სასურველია, მათი ნორმები დაადგინოთ იმ ლაბორატორიაში, სადაც ჩატარდა კვლევა და ისე შეაფასოს მონაცემები შესაბამისმა სპეციალისტმა, რადგან მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა