ხველება

კითხვა: გამარჯობა. ორი კვირის უკან, სველი ხველა მქონდა, პულმოვანი მივიღე, თუმც ხველა შემიჩერდა მარა ბრონხები თითქმის დაიხურა და დამრჩა მძიმე სუნთქვა, რაც არასასიამოვნოა და სიმძიმის შეგრძნება მაქვს ბრონხებთან და გულზე მაწევს ეს კველაფერი. ინგალაციას ვიკეთებ ორი დღეა და დავიწყე დალევა, "სინეცოდ'სიროფის.სწორი მკურნალობით მივდივარ? წინასწარ მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ხველა რეფლექსია, რომლის დროსაც ორგანიზმი ცდილობს სასუნთქი გზა გაათავისუფლოს ნახველისგან და ნებისმიერი სხვა გამაღიზიანებლისაგან , მაგალითად როგორიცაა მტვერი,კვამლი და სხვ . სველი ხველის დროს, წარმოიქმნება ნახველი, რომელიც ეხმარება სასუნთქი გზების გაწმენდას.
ხველების უმეტესობა გარკვეული დროის განმავლობაში თავისით ალაგდება და უმეტესწილად, მკურნალობა არ არის საჭირო. თუმცა, მუდმივი ხველის დროს უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რომ დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი.
ბრონქები სასუნთქი გზების ნაწილია, დატოტვილი მილების სისტემა, რომლის საშუალებით ჰაერი ტრაქეიდან (სასულედან) ფილტვებს მიეწოდება. ბრონქიტი კი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება გახლავთ.
ბრონქიტი მრავალი სახისაა, გამოვყოფთ ორ ჯგუფს: მწვავე, რომელიც პირველადად აღმოცენებული მწვავე ანთებითი პროცესია და უმთავრესად ბავშვებში იჩენს თავს, და ქრონიკული, რომელიც უპირატესად ზრდასრულ პირებს ემართებათ.
გირჩევთ, თავი აარიდოთ უმართებულო თვითმკურნალობას, ვინაიდან შეიძლება ამან არასასურველი შედეგი გამოიღოს, სწორად დაგეგმილი და წარმართული მკურნალობა ქრონიკული ბრონქიტის გართულების ალბათობას საგრძნობლად ამცირებს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას ექიმი გაგსინჯავთ ინსტრუმენტულად, შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის და თქვენზე მორგებულ მკურნალობას.
ასევე გვყავს პულმონოლოგიც, რომელთანაც კონსულტაციები მიმდინარეობს ოთხშაბათს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა