მოგესალმებით!
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ გენეტიკური ნათესავისთვის ან მეუღლისთვის გადასანერგად ან „დონორთა გაცვლის პროგრამაში“ მონაწილეობის შემთხვევაში. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, სიცოცხლეში ორგანოს დონორობა აკრძალულია.
დონორობა არის უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედება.
ორგანოს ან ქსოვილის გაცემაზე თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური საზღაურის მიღება, საქართველოში არსებული კანონმდებლობით ითვლება კრიმინალურ ქმედებად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე.
„ორგანოს ან ქსოვილის დონორთა რეგისტრატურაში“ გაწევრიანება შეგიძლიათ როგორც ონლაინ რეჟიმში, ისე ტელეფონის საშუალებით ან პირადად მისვლით საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის საინფორმაციო ბანკში მისამართზე: (თბილისი, წინანდლის ქ.9, მეტრო „300 არაგველთან“, ქალაქის I კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია, ცენტრალური მიმღების შენობის II სართული, ზოგადქირურგიული კლინიკის ბაზა).
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ტრანსპლანტაციისა და დონორთა ბანკს ნომერზე 2 77 18 19.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას !