მოგესალმებით,
ანგინა ანუ მწვავე ტონზილიტი სასის ნუშისებრი ჯირკვლების ანთებაა და ის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.
ანგინა შესაძლოა გამოიწვიოს მიკრობმა, ვირუსმა, სოკომ. ყველაზე გავრცელებული გამომწვევია A ჯგუფის ბ-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ხშირია ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ფორმაც.
ანგინა ხშირად რთულდება პარატონზილიტით - სასის ტონზილასა და ხახის გვერდით კედელს შორის ჩამოყალიბებული აბსცესით. უფრო იშვიათია პარაფარინგული აბსცესი (ამ შემთხვევაში აბსცესი სცილდება ხახის კედელს და გადადის კისრის სტრუქტურებში). ზოგადი გართულებებიდან დამახასიათებელია: ინფექციური პოლიართრიტი, რევმატიზმი, პიელონეფრიტი, ქოლეცისტიტი, ორქიტი, იშვიათად - ტონზილოგენური სეფსისი.
სათესლე ჯირკვლების ტკივილის უკან კი, შესაძლოა არაერთი დაავადება იმალებოდეს, რომლებიც სხვადასხვანაირად მიმდინარეობს, სხვადასხვა პროგნოზი აქვს და სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება, ამიტომ მისი აღმოცენებისას სწორი დიაგნოზის დასმა აუცილებელია.
როგორც აღვნიშნეთ, სათესლე ჯირკვლების ტკივილს არაერთი დაავადება იწვევს, მათ შორის – ორქიტი, ვარიკოცელე, ჰიდროცელე, ჯირკვლის შემოგრეხა, პროსტატიტი, ზოგჯერ თირკმლის ჭვალის, რადიკულიტის, ოსტეოქონდროზის დროს, ხდება ტკივილის ირადიაცია (გადაცემა) სათესლე ჯირკვლებში.
როგორც ხედავთ ,პირდაპირი კავშირი არსებობს უშუალოდ ორქიტის და ნუშურა ჯირკვლების ინფექციას შორის ,შესაბამისად აუცილებელი ამ პათოლოგიების ერთდროული და მულტიდისციპლინური მიდგომით მკურნალობა .
ქირურგიის ეროვნული ცენტრის უროლოგიურ დეპარტამენტში, შეგიძლიათ ისარგებლოთ კვალიფიციური უროლოგის უფასო კონსულტაციით, ექიმი სათანადო კვლებისა და გასინჯვის საფუძველზე დაადგენს ტკივილის მიზეზს და დაგინიშნავთ სათანადო მკურნალობას.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, გაცნობებთ რომ წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ, ასეთი პრობლემა მაქვს , მქონდა ანგინა და ორი კვირის მერე განმიმეორდა, ამ ორივე შემთხვევაში დამეწყო ტკივილები სათესლე ჯირკვლების, წელის, ღამე რამდენჯერმე მაღვიძებს მოშარდვის სურვილი, ამჟამათ ვიმყოფები ისეთ ადგილას რომ ვერ ვახერხებ ექიმთან მისვლას და თუ აუცილებელი არ გახდა უახლოესი 10 დღე ვერც მივალ, იქნებ მირჩიოთ რა ვქნა
პასუხი: