კითხვა: 9 წლის ბავშვს აწუხებს ყურის ტკივილი და აქვს გამონადენი ყურიდან. რამდენჯერმე ვუმკურნალე და ისევ გაუმეორა. ღოგორ უნდა მოვარჩინო ეს ანთებითი პროცესი ისე რომ აღარ განმეორდეს.ან რამდენად საშიშია ასე სიხშირით ანთების მოხდა?
პასუხი:

მოგესალმებით!
ოტიტი მოზრდილებზე ხშირად ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება. და მის განვითარებაში მთავარ როლს ასრულებს ცხვირ-ხახიდან შუა ყურის ლორწოვან გარსზე ინფექციის გავრცელება. მწვავე შუა ოტიტის სიმპტომებია: მფეთქავი (მოპულსირე) ტკივილი ყურის არეში, სმენის დაქვეითება, ტემპერატურის მომატება, ჩირქოვანი გამონადენი ყურიდან (უმეტესად - პირველი დღე-ღამის განმავლობაში, ზოგჯერ კი დაავადების პირველივე საათებში).
თუ მკურნალობა დროულად დაიწყო და სათანადოდ ჩატარდა, მწვავე ოტიტი სავსებით იკურნება, ორგანიზმის დასუსტების, იმუნური სტატუსის დაქვეითებისა და სხვა არახელსაყრელი პირობების არსებობის შემთხევაში კი შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს. ასეთ დროს ყურიდან მუდმივად ან პერიოდულად მოედინება ჩირქი (ოტორეა), სმენა კი სტაბილურად დაქვეითებულია.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა