ანემია

კითხვა: 65 ჰემოგლობინი მაქვს და როგორ ავიმატო ჰემოგლობინი
პასუხი:

გამარჯობა! სისხლში ჰემოგლობინისა და`ან ერითროციტების რაოდენობის შემცირებას, რის გამოც ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება ანემია ეწოდება.
განასხვავებენ რკინადეფიციტურ, ვიტამინ B12-დეფიციტურ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ, ჰემოლიზურ,პოსტჰემორაგიულ, აპლაზიურ ანემიებს და სხვა,
მათ ბევრი საერთო კლინიკური ნიშანი აქვთ: სისუსტე, კანის სიმშრალე, გულის ფრიალი, ქოშინი, გულმკერდის ტკივილი, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, კიდურების გაცივება,თავის ტკივილი, თუმცა ხშირად დაავადება განსაზღვრულ ეტაპამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლოა პროფილაქტიკურად ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზით გამოვლინდეს.
თქვენს შემთხვევაშიც ,როგორც ჩანს ,ასე არის გამოვლენილი ღრმა ანემია ,თუმცა ის გადაუდებლად მოითხოვს ჩანაცვლებით ჰემოკომპონენტურ თერაპიას და იმავდროულად ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში .
გარდა სიმპტომური მკურნალობისა,თქვენ დაგჭირდებათ კვალიფიციური სადიაგნოსტიკო და შემდეგ მიზანმიმართული,ეტიოტროპული თერაპია ,რაც შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში,სადაც გაგვაჩნია სისხლის დაავადებათა (ჰემატოლოგიის ) დეპარტამენტი ,რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდია .
მრავალპროფილური კლინიკის ფარგლებში არსებული მძლავრი და მასშტაბური ჰემატოლოგიური დეპარტამენტი ,თავისი მრავალრიცხოვანი და პროფესიული კადრით ,პრაქტიკულად ექსკლუზიურია თავისი შესაძლებლობების მიხედვით .
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენი კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში .
ექიმი ჰემატოლოგი ანამნეზის და დამატებითი კვლევების საფუძველზე დაგისვამთ დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა