ფალოპის მილების ექსციზია

კითხვა: გამარჯობა თქვენს კლინიკაში თუ აკეთებენ მილების გადაკეტვას და რა ჯდება.23 წლის ვარ ორი შვილი მყავს. ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ორი საკეისრო მაქვს გაკეთებული
პასუხი:

მოგესალმებით,
ფალოპის „მილების გადაკეტვა“ ქალის სტერილიზებას გულისხმობს . ეს არის მილების გამავლობის ბლოკირება, რითიც ხელი შეეშლება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას.
ეს მეთოდი ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციაა და ოჯახის დაგეგმვისათვის გამოიყენება ,თუმცა მსურველმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჩატარებული ოპერაცია, შედეგობრივად განიხილება როგორც სამუდამო, შეუქცევადი პროცესი, რაც ნიშნავს, რომ პაციენტს ბუნებრივი გზით შვილი აღარასოდეს ეყოლება.
ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ექიმ ალეკო დიაკონიძესთან, უფასო საკონსულტაციო დღეებში, საშაბათს ან შაბათს და უშუალო ვიზიტისას ბატონი ალეკო გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავად.
უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა