მოგესალმებით,
დიახ, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში ტრავმატოლოგთან კონსულტაცია უფასოა.
კონსულტაციები მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
გამოაგზავნეთ შეკითხვა
ძიება
თემები
მსგავსი შეკითხვები
პნევმონია
08 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა ვარ 40 წლის მაწუხებს ზურგის ტკივილი მივმართე ექიმს გადამიღეს გულმკერდზე რენდგენი. მაქვს ორივე ფილტვზე პლევნომია და სისხლძარღვები გადიდებული. მივიღე ექიმის დანიშნული მედიკამენტები და არაფერი შეღავათი არ მაქვს ისევ ტკივილები მაქვს. გთხოვთ გამარკვიოთ რამდენად საშიშია ეს ავადმყოფობა და როგორ ვიმკურნალო
იხილეთ პასუხილეიომიომა, პოლიპი, ცისტადენომა
04 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა. ვარ 42 წლის. გაუთხოვარი, ვიყავი ექოსკოპიაზე ციკლის მე-11 დღეს, დასკვნაში წერია :მცირე ლეიომიომა, ენდომეტრიუმის პოლიპის არსებობა, მარჯვენა საკვერცხის ცისტადენომა, ციკლი დარღვეული არასდროს არ მქონია, არც ციკლებს შორის გამონადენი, გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საშიშია. გმადლობთ.
იხილეთ პასუხიბაქტერიული ვაგინოზი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ჰერპესი
09 იანვარი 2018კითხვა: გამარჯობა, იქნებ დამეხმაროთ და მომცეთ სწორი რჩევა. პრობლემა შემდეგშია. დაახლოებით 10 თვის წინ შევქმენი ოჯახი, მალევე დამეწყო ჩივილები, კერძოდ: წვა შარდვის დროს, ქავილი, გამონადენი, ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. გინეკოლოგთან ვიზიტისა და შესაბამისი გამოკვლევების შედეგად, დამიდგინდა ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, საშვილოსნოს ყელის ეროზია. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, მეუღლემაც ჩაიტარა ჩემი დიაგნიზის შესატყვისი გამოკვლევები (მეუღლეს არ აღენიშნებოდა არანაირი სახის ჩივილები), რის შედეგადაც აღმოაჩნდა მხოლოდ სოკო. ვიმკურნალეთ ორივემ, თუმცა, მკურნალობის დასრულების შემდეგ, მალევე განმეორდა იგივე სიმპტომები, გამოკვლევების შედეგად დამიდგინდა ისევ ბაქტერიული ვაგინიტი, სოკო, ურეაპლაზმა, ჰერპესი. მეუღლემაც კვლავ ჩაიტარა გამოკვლევები, რომლის შედეგად არ დაუდგინდა არც ერთი აღნიშნული დაავადება (გარდა ჰერპსესისა, რომლის მატარებელიც არის უკვე რამდენიმე წელია. ასევე, მკურნალობის პერიოდში, ბუნებრივია გვქონდა მხოლოდ დაცული სქესობრივი კონტაქტი). შესაბამისად, ექიმს მისთვის მკურნალობა არ დაუნიშნავს. კვლავ ჩავიტარე მკურნალობა, თუმცა ამჟამად ისევ შემაწუხა იგივე სიმპტომებმა, ხოლო გამოკვლევების შედეგად კვლავ დადგინდა კანდიდოზი და ბაქტერიული ვაგინიტი. მეუღლე კონსულტაციისთვის ეწვია ამჯერად სხვა სპეციალისტს, რომელმაც დაუნიშნა მკურნალობა ურეაპლაზმაზე, ჰერპესზე და სოკოზე, ისე, რომ არ ჩათვალა საჭიროდ გამოკვლევები. ექიმის გადაწყვეტილება ემყარებოდა იმ აზრს, რომ რადგან აღმომაჩნდა ზემოხსენებული დაავადებები, აუცილებელი იყო პარტნიორის მკურნალობაც იგივე დაავადებებზე. მისი განმარტებით, შესაძლბელი იყო, რომ მეუღლის გამოკვლევამ არ აჩვენა ურეაპლაზმა, თუმცა იგი შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც და აუცილებელი იყო მკურნალობის ჩატარება. აღნიშნულმა ექიმმა, აუცილებლად ჩათვალა იგივე მკურნალობის ჩატარება ჩემთვისაც. ამჟამად, ვმკურნალობ გინეკოლოგის მიერ ბოლოს დანიშნული მედიკამენტებით. საჭიროა თუ არა ამ მკურნალობის დასრულების შემდეგ, გავაგრძელო მკურნალობა იმ დანიშნულებით, რაც მისცა მეუღლეს ვენეროლოგმა? ხომ არ იქნება სახიფათო ჯანმრთელობისთვის დროის ასეთ მცირე მონაკვეთში შესაბამისი მედიკამენტების მიღება? ასევე, მაინტერესებს, თუკი ბოლოს დანიშნული მკურნალობის დასრულების შემდეგ აღარ შემაწუხებს ზემოხსენებული ჩივილები, მაინც საჭირო იქნება თუ არა მეუღლეს ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ჩატარება? რამდენადაც ვიცი, ჰერპესი არ იკურნება და რამდენად აქვს აზრი ჰერპესზე მკურნალობას? მადლობა წინასწარ.
იხილეთ პასუხი