მოგესალმებით!
ფარისებრი ჯირკვალი შედგება უამრავი პაწაწინა ფოლიკულისგან ანუ ბუშტუკისგან, რომლებიც სავსეა ბლანტი სითხით და შეიცავს ჰორმონ თირეოიდს. ამ ჰორმონებში არის დიდი რაოდენობით იოდი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები არეგულირებს მეტაბოლიზმს — უჯრედებში მიმდინარე ქიმიურ პროცესს, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ენერგია და ახალი ქსოვილი. ამგვარად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ხელს უწყობს ქსოვილის ზომიერ ზრდასა და განახლებას, ნორმალურ გულისცემას, კუნთებში ენერგიისა და სხეულში ტემპერატურის შენარჩუნებას.ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აკისრია. მაგალითად, მათი დახმარებით ღვიძლი სისხლს ასუფთავებს ტრიგლიცერიდებისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებისგან, რომელსაც ცუდი ქოლესტერინი ეწოდება.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება, ორგანიზმში იოდის ნაკლებობა, ფიზიკური და გონებრივი დაძაბულობა, მემკვიდრეობით მიღებული დეფექტები, ინფექციები, დაავადებები (ჩვეულებრივ, აუტოიმუნური დაავადება) ან სხვადასხვა დაავადების დროს მიღებული წამლებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები.
როგორც წესი, დაზიანებული ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ძალიან ბევრ ან ძალიან ცოტა ჰორმონს. ჰორმონების ჭარბი რაოდენობით გამოყოფას ჰიპერთირეოზი ეწოდება, ხოლო ჰორმონების ნაკლებობას — ჰიპოთირეოზი.
გამოიწვია თუ არა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებმა თქვენს შემთხვევაში წონის მატება და თმის ცვენა, ამაზე დისტანციურად პასუხის გაცემა შეუძლებელია.
დიახ, სავარაუდოდ ენდოკრინოლოგი დანიშნავს დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს.
რაც შეეხება თქვენს ფობიას ( ნემსის შიში ), ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც სავარაუდოდ სათავეს თქვენი ბავშვობიდან იღებს, თქვენ თვითონ უნდა ეცადოთ და დაძლიოთ.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევა 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად. კვლევაში შედის:
● ენდოკრინული ქირურგის კონსულტაცია;
● ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ელასტოგრაფიული მეთოდით ულტრათანამედროვე აპარატზე Toshiba Aplio 500;
● TSH–ის კონცენტრაციის განსაზღვრა.
აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერით 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. ვარ 26 წლის მყავს 7 წლის ბავშვი მშობიარობის შემდეგ მოვიმატე 30ათიკილო და ვეღარ ვიკლებ ორი თვისწინ დამეწყო წნევები მაღალი . 150-100–ზე გულის ფრიალი თმა მცვივა ძალიან. ვიყავი ექიმთან გადავიღე თირკმელებზე ყელის მიდამოში ეხო. და მითხრეს რომ ფარისებრი ჯირკვალზე ჯირკვლის ფუნკციონირება მაქვს დარღვეული. აუცილებელია ანალიზის აღებაც,??? მაქვს ნემსის პათოლოგიური შიში
პასუხი: