ბუნებრივი კვების პრობლემა

კითხვა: გამარჯობა ვარ გათხოვილი მყავს ორი შვილი ძალიან ხშირად მაწუხებს მკერდი თავები მეფერცქლება იქნებ მითხრათ რისი ბრალი შეიძლება იყოს ?
პასუხი:

მოგესალმებით, თქვენს მონათხრობში დაუზუსტებელია თქვენი შვილი რა ასაკისაა, სავარაუდოდ ბუნებრივ კვებაზე გყავთ, ძუძუთი კვების პერიოდის ერთ-ერთი პრობლემაა დვრილების მომატებული მგრძნობელობა. ძუძუსთავების დახეთქვის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა ახალშობილის კვების არასწორი ტექნიკა, რძის ხელით გამოწველის უცოდინარობა და კერტების არასწორი მოვლა. ამ დროს დვრილები შუპდება და წითლდება, ნახეთქები იფარება სისხლიანი ან ჩირქოვანი ქერქით. ნახეთქები ადვილად ინფიცირდება ჩირქოვანი მიკრობებით, უმეტესად -ნაწლავის ჩხირით და სტაფილოკოკით, რომლებიც იქ დედის კანიდან, ხელებიდან, ტანსაცმლიდან, ბავშვის პირიდან ხვდება. შეგიძლიათ ნახეთქებისთვის გამოიყენოთ თურმანიძის მალამო. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა