ალკოჰოლიზმი

კითხვა: ალკოჰოლის საწინააღმდეგო საშუალება?
პასუხი:

მოგესალმებით!
ალკოჰოლიზმი ქრონიკული და ხშირად პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც მოიცავს სასმელის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორიცაა: ალკოჰოლზე ხშირად ფიქრი, მისი მოხმარება პრობლემების გააზრების მიუხედავად, მეტი სასმელის მიღება იმავე თრობის ეფექტის მისაღწევად (ფიზიკური დამოკიდებულება), მიჩვევა და უკურეაქცია სასმელის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში. ადამიანს არ შეუძლია ყოველთვის გათვალოს რამდენს დალევს, რამდენ ხანს დალევს და რა შედეგები მოჰყვება ალკოჰოლის მოხმარებას.
შესაძლებელია გქონდეთ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ჯერ ალკოჰოლიზმს არ წამოადგენს. ასეთი პრობლემების დროს ხშირად იღებთ ალკოჰოლს, ეს გიქმნით დისკომფორტს ცხოვრებაში, თუმცა ბოლომდე დამოკიდებული არ ხართ სასმელზე.
ალკოჰოლიზმი განპირობებულია გენეტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური, გარემო ფაქტორებით.
მიჩვევა თანდათანობით ვითარდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს თავიდანვე უჩვეულო რეაქცია აქვს ალკოჰოლზე. დროთა განმავლობაში, ზედმეტი ალკოჰოლი არღვევს ტვინის ქიმიური ნივთიერებების ნორმალურ ბალანსს და გიცვლით სიამოვნების, ქცევის კონტროლის, სწორი შეფასების აღქმას. ეს შეიძლება გამოიხატოს ალკოჰოლის მიღების სურვილით, დადებითი გრძნობების მისაღებად ან უარყოფითი შეგრძნებების თავიდან ასარიდებლად.
თუ არ გაქვთ ალკოჰოლიზმი მაგრამ თქვენი პრობლემა დისკომფორტს გიქმნით და ხელს გიშლით ცხოვრებაში, გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, ფსიქოლოგთან, ან მიმართოთ შესაბამის სარეაბილიტაციო ცენტრს.
დისტანციურად პრეპარატებზე მითითება არაპროფესიულია და თქვენც გირჩევთ თავი აარიდოთ თვითმკურნალობას, მთავარი ფსიქოლოგიური განწყობაა, თუ აჯობებთ საკუთარ თავს და ისწავლით მის მართვას, ალკოჰოლიზმის დამარცხება გაგიადვილდებათ.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა