მოტორული ნეირონების დეგენერაცია

კითხვა: მაქვს მოტონეირონის. დაავადება. დამინიშნეს. მარტო რილუტეკი მაინტერესებს თუ არსებობს რაიმე სახის სხვა მკურნალობა დამატებით ან დაავადების მართვა. როგორ უნდა. გავიკეთე ელექტრომიოგრაფია. სხვა არაფერი
პასუხი:

მოგესალმებით!
მოტორული ნეირონები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში განაგებენ ნებითი კუნთების მოძრაობას. დაავადება იწვევს კუნთების დასუსტებას, ხოლო ბოლოს ხდება მისი მთლიანი ატროფირება. მიუხედავად იმისა, რომ ტვინი ვეღარ აკონტროლებს ნებით მოძრაობებს, პაციენტებს აქვთ იგივე გონებრივი უნარი, მეხსიერება და პიროვნული ნიშან–თვისებები, რაც დაავადებამდე ჰქონდათ.
ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის დროს კლინიკურად შეიძლება განვითარდეს კიდურებში ძალის დაქვეითება, კუნთოვანი მასის შემცირება (ატროფია), კუნთების თრთოლვა (ფასციკულაცია), კრამპის ტიპის მტკივნეული კრუნჩხვები და ყლაპვის დარღვევა.
ჩვენს კლინიკაში მკურნალობა ძირითადად კონსერვატიულია.
ამიოტროფულ ლატერალურ სკლეროზზე ეჭვის შემთხვევაში მნიშვნელოვანია მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის წარმოება, რომლის საშუალებითაც ვახდენთ დიფერენცირებას ცერვიკალურ მიელოპათიასთან, მალთაშუა დისკის პროლაფსთან.
დიაგნოსტიკისთვის იშვიათად მიმართავენ მოლეკულურ-გენეტიკურ ანალიზსაც (სუპეროქსიდისმუტაზა 1გენის მუტაციის ნახვა).
ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ისეთი საშიში ინფექციების გამორიცხვა, როგორებიცაა შიდსი და სიფილისი. აქედან გამომდინარე რთულ შემთხვევებში საჭიროებს ლიქვორის (თავზურგტვინის სითხე) ანალიზსაც.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე პარასკევს, უშუალო ვიზიტისას ექიმი–სპეციალისტი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა აუცილებელია წინასწარ, ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა