გენიტალური ჰერპესი

კითხვა: მოგესალმებით,დიდი მადლობა წინასწარ პასუხითვის,ასეთი შეკითხვა მაქვს,გენიტარული ჰერპესის არსებობის შემთხვევაში რატომ არ შეიძლება ფიზიოლოგიური მშობიარობა და რა საფრთხეს უქმნის იგი ნაყოფს?
პასუხი:

მოგესალმებით,
გენიტალური ჰერპესი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა და იგი ხშირად დიდ პრობლემებს უქმნის ქალსა და მამაკაცს. გენიტალურ ჰერპესს თან ახლავს დიდი პრობლემები, რაც ტკივილთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული.
ჰერპესვირუსით ნაყოფის ინფიცირება შესაძლებელია როგორც მუცლად ყოფნის ნებისმიერ ეტაპზე, ისე მშობიარობის დროსაც, თუ იმ მომენტში დედას ინფექცია გამწვავებული აქვს. ნაყოფის ინფიცირებისას მნიშვნელობა ენიჭება ორსულობის ვადას და რიგითობას. თუ ინფექციამ ნაყოფის ჩასახვამდე იჩინა თავი, გართულება ნაკლებსავარაუდოა, ხოლო თუ დედა ორსულობისას დაინფიცირდა, შესაძლოა, საქმე მძიმე გართულებამდე მივიდეს.
მე-12 კვირამდე ინფიცირების შემთხვევაში გართულების ალბათობა 50-70%-ია და ის უმეტესად ორგანოგენეზის (ორგანოთა ჩამოყალიბების) დარღვევას უკავშირდება.
თუ მე-12 კვირამდე არსებული ინფექცია გამწვავდა, ალბათობა ათჯერ ნაკლებია. თუ ორსულობის დროს ინფექცია არ გამწვავდა, საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამის ალბათობა არცთუ ისე დიდია, ვინაიდან ორსულობა იმუნოდეპრესიული მდგომარეობაა, იმუნური სისტემის დასუსტება კი ნებისმიერი ჰერპესვირუსის გამწვავებისთვის ძალზე ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
ნაყოფის ინფიცირების ყველაზე გვარცელებული გზა მშობიარობის დროს ინფიცირებაა, თუმცა შესაძლოა, ბავშვს ინფექცია დაბადების შემდეგაც შეხვდეს, თუ მასთან კონტაქტი აქვს პირს, რომელიც პირველი ტიპის ჰერპესვირუსითაა ინფიცირებული.
გენიტალური ჰერპესის ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, საწყისი აფეთქების შემდეგ, ვირუსი ლატენტურ ფაზაში გადადის და ზურგის ტვინში აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა, არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეამსუბუქონ სიმპტომები და შეამცირონ სხვების ინფიცირების რისკი.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს ან კლინიკა „ ტესტი IMP–ს” თბილისი. ონიაშვილის ქ. 20.
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა