ალერგიული დერმატოზი - ალერგოლოგია

კითხვა: გამარჯობა ყოველ დილას ვიღვიძებ ხელის დაბუჟებით და თითების დასიებით. ამასთან ერთად მე ვმუშაობ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად. ამ შემთხვევაში რა შეიძლება გავაკეთო ცივი და ცხელ წყალში მიწევს მუშაობა ხანდახან ორი თითის ტკივილი ძლირი მაქვს ღამეებს მათენებინებს
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ბრძანდებით მრეცხავი, სავარაუდოდ, ხშირად იყენებთ სარეცხ საშუალებებს. ამიტომ, ვფიქრობთ თქვენს შემთხვევაში ჩივილის გამომწვევია ალერგიული დერმატოზი - ეს არის კანის ალერგიული დაავადებები, რომლებიც ვითარდება დაბალმოლეკულური ნივთიერებების, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებების, ლატექსის ალერგენების, საკვები პროდუქტებისა და სხვა ალერგენების კანზე უშუალო ზემოქმედების გზით.
თუმცა, ზუსტი დიაგნოსტირებისთვის გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ექიმ–ალერგოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა